მცირე საგრანტო კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის სექტორისთვის

European Heritage Hub ევროპული მემკვიდრეობის ცენტრი აცხადებს მცირე გრანტების პროგრამას ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტების მხარდაჭერის მიზნით.

მცირე გრანტების სქემაში მონაწილეობა შეუძლია 11 ქვეყანას: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა.

პროგრამის კრიტერიუმები:

– სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება;

კულტურული მემკვიდრეობის საკვანძო როლის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების, ეკონომიკისა და გარემოს სამმაგი ტრანსფორმაციისთვის (მწვანე, ციფრული და სოციალური);

– მშვიდობის, სტაბილურობის, შერიგების, კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული აქტივობებით.

დაფინანსების მიღება შესაძლებელია 2000 – 50 000 ევროს ოდენობით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა – 31 მარტი.

* პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ინიციატივას მხარს უჭერს ფონდი ALIPH.

დეტალური ინფორმაცია

Search
Search