საგრანტო კონკურსის მიზანია დაეხმაროს ევროპულ ფესტივალებს ხელი შეუწყონ დამწყებ არტისტებს. EFFEA #4 საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 1 სექტემბიდან, კონკურსის შედეგად დაფინანსდება 50 რეზიდენცია 2026 წელს.
ევროპული ფესტივალების ფონდი დამწყები არტისტებისათვის (EFFEA) დაიწყებს განაცხადების მიღებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან – 3 ნოემბრამდე. საგრანტო კონკურსი EFFEA#4 დააფინანსებს დაახლოებით 50 რეზიდენციას, 2026 წლის განმავლობაში, თითოეული რეზიდენცია ითვალისწინებს მინიმუმ 3 ფესტივალის (სხვადასხვა ქვეყნიდან) თანამშრომლობას, რომლებიც მხარს დაუჭერენ დამწყებ არტისტებს (ინდივიდს ან კოლექტივს). განაცხადის წარდგენის პირობები და სრული დეტალები მალე გამოქვეყნდება.
რა არის EFFEA რეზიდენცია?
EFFEA რეზიდენცია არის არტისტების რეზიდენტური პროგრამა, რომელსაც ერთად აზორციელებენ 1 წამყვანი ფესტივალი და მინიმუმ 2 პარტნიორი ფესტივალი (სხვადასხვა ქვეყნიდან). რეზიდენცია დამწყებ არტისტებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ თავიანთი იდეები და კრეატიული პროექტები (ორიგინალური ნამუშევრები ან არსებული პროექტების განვითარება). რეზიდენცია აძლევს არტისტებს სივრცეს, დროს და მხარდაჭერას. რეზიდენციის მიზანი არის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება არტისტების, ფესტივალებისა და აუდიოტორიის შორის.
რეზიდენცია ითვალისიწნებს 2 კატეგორიას
- Discovery – გრანტის ოდენობა 8,000 ევრო
რეზიდენციის განაცხადი უნდა მოიცავდეს:- თანამშრომლობას წამყვან ფესტივალსა და მინიმუმ 2 პარტნიორ ფესტივალს შორის.
- ტრენინგს/მენტორინგს/კოუჩინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას ან სხვა ელემენტებს არტისტის საჭიროებების შესაბამისად.
- ვორქშოპს (ფიზიკურ ან ონლაინ), რომელსაც უმასპინძლებს წამყვანი ფესტივალი, პარტნიორი ფესტივალების მინიმუმ ერთი პროგრამერის მონაწილეობით.
- სამუშაო პროცესის პრეზენტაციას წამყვან ფესტივალზე.
- Springboard – გრანტის ოდენობა 15,000 ევრო
რეზიდენციის განაცხადი უნდა მოიცავდეს:- თანამშრომლობას წამყვან ფესტივალსა და მინიმუმ 2 პარტნიორ ფესტივალს შორის.
- ტრენინგს/მენტორინგს/კოუჩინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას ან სხვა ელემენტებს მხატვრის საჭიროებების შესაბამისად.
- ფინალურ პრეზენტაციებს/შედეგებს ყველა მონაწილე ფესტივალზე (მინიმუმ 3 ფესტივალი).
- არტისტის მასტერკლასს ყველა მონაწილე ფესტივალზე (მინიმუმ 3 ფესტივალი).
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?
EFFEA #4 ღიაა ყველა იმ ფესტივალისა და არტისტებისთვის, რომელიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:
- ფესტივალი უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი გამოცემის განმავლობაში და იყოს დარეგისტრირებული FestivalFinder.eu-ზე. დარეგისტრირდით აქ.
- პროექტები უნდა ითვალისწინებდნენ შემდეგ სამხატვრო დარგებს: არქიტექტურა, ბალეტი/თანამედროვე ცეკვა, ცირკი, დიზაინი/გამოყენებითი ხელოვნება, ციფრული ხელოვნება, კინო, ფოლკლორი, მემკვიდრეობა, ინტერდისციპლინარული ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, ოპერა, ქუჩის ხელოვნება, თეატრი, ფოტოგრაფია/ვიდეო, ქანდაკება, ფერწერა.
გაინტერესებთ განაცხადის წარდგენა?
სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება საინფორმაცია, ნეთვორქინგ და კითხვა-პასუხის სესიები. ამ სესიების მიზანია დაგაკვალიანოთ პროცესში, დაგეხმაროთ პოტენციურ პარტნიორებთან და არტისტებთან დაკავშირებაში და მიიღოთ პასუხები თქვენ კითხვებზე. შეგიძლიათ წინასწარ დარეგისტრირდეთ სესიებზე:
- 09.09.2025 👉 რეგისტრაცია
- 30.09.2025 👉 რეგისტრაცია
- 07.10.2025 👉 რეგისტრაცია
- 21.10.2025 👉 რეგისტრაცია
დაიწყეთ ფიქრი შემდეგზე:
- 💡არტისტზე, რომელსაც წარმოაჩენს თქვენი ფესტივალი.
- 💡კატეგორიაზე, რომლზეც წარადგენთ განაცხადს – Discovery თუ Springboard.
- 💡2 (ან მეტ) პარტნიორზე, რომლებთან ერთად გსურთ პროექტის განვითარება. დაუკავშირდით პოტენციურ პარტნიორებს EFFEA-ს Facebook-ის ჯგუფში და FestivalFinder.eu-ზე.
- 💡აუცილებლად დარეგისტრირეთ თქვენი ფესტივალი FestivalFinder.eu-ზე.
ევროპული ფესტივალების ასოციაციის პარტნიორები
ევროპული ფესტივალების ფონდი დამწყები არტისტებისთვის (EFFEA) ფინანსდება ევროკავშირის მიერ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროპული ფესტივალების ასოციაცია და მისი პარტნიორები ერთად იმუშავებენ, რათა დაუკავშირდნენ მეტ თემს, რეგიონსა და კულტურის დარგს, ხელი შეუწყონ ინკლუზიური და მრავალფეროვანი სამხატვრო ლანდშაფტის ჩამოყალიბებას
EFFEA პლატფორმის წევრები:
Croatian Composers Society (ხორვატია) | Culture Matters (ჩეხეთი) | PLMF Arts Management (ესტონეთი) | France Festivals (საფრანგეთი) | Festival Friends (გერმანია) | Stichting Caucasus Foundation (საქართველო) | Summa Artium Kultúra Támogató Nonprofit Kft. (უნგრეთი) | Association of Irish Festival Events (ირლანდია) | ItaliaFestival (იტალია) | ARC Research and Consultancy Ltd. (მალტა) | Asociația Centrul Cultural Clujean (რუმინეთი) | ArtLink (სერბეთი) | Sweden Festivals (შვედეთი) | Development Centre “Democracy through Culture” (უკრაინა)
ასოცირებული პარტნიორები:
- Culture Action Europe
- European Music Council
- Pearle* Live Performance Europe
- Circostrada
- IETM
- On the Move
- European Dance Development Network
საკონტაქტო ინფორმაცია:
🌐 EFFEA ვებგვერდი
📱 Facebook
👥 EFFEA Facebook community
დამატებითი ინფორმაციისთვის:
- Donika Rudi Berishaj, EFFEA-ს პროექტის დირექტორი: donika@european-festivals.eu
- Luana Santos, EFFEA-ს კომუნიკაციისა და პროექტების მენეჯერი: luana@european-festivals.eu