მთელი ევროპის მასშტაბით ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობა სულ უფრო დიდი საფრთის ქვეშ არის: ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფებიდან დაწყებული კლიმატის ცვლილების, კონფლიქტების, უგულებელყოფის, და დაფინანსების ნაკლებობის შედეგად.
თუ თქვენ იცით საფრთხის წინაშე მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ან ტრადიცია, წარადგინეთ ის “საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში”!
საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა ევროპა ნოსტრამ დამფინანსებელ პარტნიორ – ევროპულ საინვესტიციო ბანკთან ერთად 2013 წლის იანვარში დაარსა. პროგრამას პროექტის “ევროპული კულურული მემკვიდრეობის აგორა” მეშვეობით ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.
2013 წლიდან პროგრამის ფარგლებში ხილვადობა და მხარდაჭერა მიიღო 70 ძეგლმა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებმა 33 ქვეყანაში, რომელთაგან ბევრი დაცულია როგორც ჩვენთვის ასევე მომავალი თაობებისთვის. საბოლოო სიაში შეტანილ ყველა ობიექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მემკვიდრეობის გრანტის ეძლევა უფლება მიიღოს 10,000 ევრო, რაც პირველი ნაბიჯების გადასადგმელად გამოიყენება. იხილეთ ყველა შერჩეული ძეგლები.
ვის შეუძლია ნომინაციების წარდგენა?
ნომინაციების წარდგენა შეუძლიათ:
- საზოგადოებრივ ან კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და რეგისტრირებულნი არიან ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში; ან
- ასეთი ორგანიზაციების ინდივიდუალურ წევრებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში.
ყოველა ნომინაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 მხარდაჭერის წერილს (ინგლისურ ენაზე) საჯარო ან კერძო ინსტიტუციისგან, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს ევროპა ნოსტრას-ს წევრი ან ასოცირებული ორგანიზაცია