საგრანტო კონკურსის მიზანი არის ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნა, გამოცემა, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია
დაფინანსების სქემა მხარს უჭერს მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას, გამოცემას, დისტრიბუციას, პოპულარიზაციას და ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას.
პროექტები უნდა ემსახურებოდნენ შემდეგ მიზნებს:
- ევროპული ლიტერატურული ნაწარმოებების ტრანსნაციონალური მიმოქცევისა და მრავალფეროვნების გაძლიერება, განსაკუთრებით ნაკლებად გავრცელებულ ენებზე შექმნილი ლიტერატურის პოპულარიზაცია
- ფართო აუდიტორიისთვის კითხვის და ევროპული ლინგვისტური მრავალფეროვნების პოპულარიზაცია
- ლიტერატურის მთარგმნელის პროფესიის მხარდაჭერა
- წიგნის სექტორის კონკურენტუნარიონობის გაძლიერება სექტორში არსებული რგოლების თანამშრომლობის გაძლიერების გზით (გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები)
დაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების 60%. თარგმნილი და გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია 3 განსხვავებული კატეგორიის პროექტის წარდგენა:
მცირე ზომის პროექტები | საშუალო ზომის პროექტები | დიდი ზომის პროექტები |
---|---|---|
მინიმუმ 5 ლიტერატურული ნამუშევრის თარგმანი | მინიმუმ 11 ლიტერატურული ნამუშევრის თარგმანი | მინიმუმ 21 ლიტერატურული ნამუშევრის თარგმანი |
გრანტის ორდენობა € 100 000 | გრანტის ორდენობა € 200 000 | გრანტის ორდენობა € 300 000 |
თანადაფინანსება – 60% | თანადაფინანსება – 60% | თანადაფინანსება – 60% |
პრეფინანსირება – 80% | პრეფინანსირება – 80% | პრეფინანსირება – 80% |
ხანგრძლივობა – მაქს, 36 თვე | ხანგრძლივობა – მაქს, 36 თვე | ხანგრძლივობა – მაქს, 36 თვე |
1 აპლიკანტი და/ან კონსორციუმი | 1 აპლიკანტი და/ან კონსორციუმი | მხოლოდ კონსორციუმი |
ღია საინფორმაციო შეხვედრა კონკურსის შესახებ – 3 დეკემბერი 10:00-12:00 CET (13:00-15:00 თბილისის დროით)
პროგრამის მმართველი სააგენტო EACEA გამართავს ღია საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ. შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, დასწრება თავისუფალია ყველა მსურველებისთვის და არ საჭიროებს რეგისტრაციას. მეტი ინფორმაცია იხილეთ 🔗 შესაბამის გვერდზე