Ambassadors of Good Practice – Open Call for Visitors
კულტურულ და კრეატიულ პრაქტიკაზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარება არა-ურბანულ ტერიტორიებზე
რა?
10 სხვადასხვა პრაქტიკის გაცვლა კულტურულ რეგენერაციაზე არაურბანულ ტერიტორიებზე.
როდის?
2025 წლის ოქტომბრიდან – 2026 წლის მარტამდე.
მხარდაჭერა
გადაადგილება, სასტუმროში განთავსებისა და დღიური ხარჯები.
დედლაინი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 სექტემბერი, 23:59 CET.
როგორ შეუძლიათ ხელოვნებას, კულტურას და საზოგადოების ჩართულობას არაურბანული რეგიონების ტრანსფორმაცია?
გსურთ ისაუბროთ და გაცვალოთ იდეები კულტურული და კრეატიული ინიციატივების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ადგილობრივი მოსახლეობის რევიტალიზაცია?
„Ambassadors of Good Practice“ პროგრამის ფარგლებში, Creative FLIP მხარს უჭერს 10 ინიციატივას (peer learning exchanges), რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციისა და პტრაქტიკების გაცვლას იმაზე თუ როგორ შეიძლება არაურბანულ ადგილებში მოსახლეობის რევიტალიზაცია ხელოვნებისა და კულტურილი პრაქტიკების გამოყენებით. ეს 5-დღიანი გაცვლითი ღონისძიებების გააერთიანებს შერჩეულ ჰოსტებსა და სტუმრებს ცოდნის, იდეების და შთაგონების გასაზიარებლად.
პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის მეშვეობით შეირჩა 10 ჰოსტ ორგანიზაცია – კულტურული და კრეატიული ინსტიტუციები ან ადგილობრივი/რეგიონული ხელისუფლება, რომლებიც არაურბანულ რეგიონებში შთამაგონებელ რეგენერაციულ მუშაობას ახორციელებენ. ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ და ევროპის მასშტაბით არაურბანული რეგიონების კულტურული აღორძინების სხვადასხვა ასპექტებზეა ფოკუსირებული.
შერჩეული 10 ჰოსტ ორგანიზაცია:
- FarmLab.at, ავსტრია
- Mayo County Council, ირლანდია
- Fundación Uxío Novoneyra, ესპანეთი
- Valmiermuižas kultūras biedrība, ლატვია
- Maajaam, ესტონეთი
- Museumsverein Klostertal, ავსტრია
- Associazione Cherimus, იტალია
- Asociacion Cultural Sende, ესპანეთი
- Spazio Nour, ბელგია
- Anykščiai Art Incubator, ლიტვა
სრული პროფილები და გაცვლითი პროგრამები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
პროგრამის მეორე ეტაპზე, Creative FLIP აცხადებს ღია კონკურსს ვიზიტორებისთვის/სტუმრებისთვის. შეირჩევა 10 ორგანიზაცია კულტურული და კრეატიული სექტორებიდან (CCSI) ან ადგილობრივ/რეგიონულ ხელისუფლებას მსგავსი მიზნებით არაურბანული რეგიონებიდან.