კულტურის მიმართულება მოიცავს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ყველა სფეროს:
– თანამშრომლობის პროექტები
– სახელოვნებო ორგანიზაციების ქსელები
– პლატფორმები ევროპელი ხელოვანებისა და მათი ნამუშევრებისთვის
– ინდივიდუალური მობილობის სქემები
მიმართულება მხარს უჭერს მუსიკის, გამომცემლობების, კულტურული მემკვიდრეობის, არქიტექტურის და ხელოვნების ყველა სხვა სფეროს.
ხელოვანთა მხარდასაჭერად ჯილდოებს გასცემს მუსიკის, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, მხარს უჭერს ევროპული კულტურის დედაქალაქებს, ევროპულ კულტურულ მემკვიდრეობას.
დაფინანსების სქემა კულტურის მიმართულების უმნიშვნელოვანესი სქემაა და მისი ბიუჯეტი მიმართულების დაფინასების 70 % მოიცავს.
დაფინანსების სქემის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინოვაციურობა, ტრანსნაციონალური შემოქმედებითობა და მიმოქცევა და მოიცავს შემდგომ პრიორიტეტებს:
სამი სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 3 ორგანიზაცია
დაფინანსების მაქსიმალური თანხა პროექტის საერთო ღირებულების 80% & მაქსიმუმი 200 000 ევრო
5 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 5 ორგანიზაცია
დაფინანსების მაქსიმალური თანხა პროექტის ღირებულების 70 % & მაქსიმუმი 1 000 000 ევრო
10 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 10 ორგანიზაცია
დაფინანსების მაქსიმალური თანხა პროექტის ღირებულების 60% & მაქსიმუმ 2 000 000 ევრო
დაფინანსების სქემა კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერების არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს. Creative Europe მიერ დაფინანსებული ქსელები
მხარს უჭერს პროექტებს, რომლებსაც ახორციელებენ ევროპული კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლობითი, მრავალეროვნული, წევრობაზე დაფუძნებული კულტურული ორგანიზაციების ქსელები, რომლებიც მოიცავს შემოქმედებით ევროპაში გაერთიანებული ქვეყნების ფართე სპექტრს.
დაფინანსების სქემის, ევროპული პლატფორმები, მიზანია კულტურული ოპერატორების მხარდაჭერა, რათა ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა გაიზარდოს ახალგაზრდა ევროპელი ხელოვანების ნამუშევრების ხილვადობა და მოხდეს მათი პოპულარიზაცია.
დაფინანსების სქემა მხარს უჭერს ორგანიზაციებს შემდეგ საქმიანობაში:
დაფინანსების სქემა მხარს უჭერს მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას, გამოცემას, დისტრიბუციას, პოპულარიზაციას და ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას. ლიტერატურული ნაწარმოებების იმპორტის სტრატეგიასთან ერთად დაფინანსების სქემა ასევე მოიცავს Business-to Business „ექსპორტის“ აქტივობებში, თარგმანი უფლებების გაყიდვა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, ხელშეწყობას.
პროექტები უნდა ემსახურებოდნენ შემდეგ მიზნებს:
5 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა 100 000 ევრო
11 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსება 200 000 ევრო
21 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების რაოდენობა 300 000 ევრო
დაფინანსების ახალი, მუდმივი მობილობის სქემა, ხელოვანების, შემომქმედთა და კულტურის პროფესიონალებისათვის, რომლის ბიუჯეტი 2022-2025 წლებში შეადგენს 21 მილიონ ევროს. დაფინასების მობილობის სქემის მიზანი ხელოვანების, შემომქმედებისა და კულტურის პროფესიონალების დახმარებაა პროფესიულ განვითარებასა და კარიერის ინტერნაციონალიზაციაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კო პროდუქციების საშუალებით.
დაფინანსების სქემა ფარავს მგზავრობის, ყოველდღიურ და საცხოვრებელ ხარჯებს. ამის გარდა დაფინანსების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებაც არის შესაძლებელი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, აპლიკანტებზე, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები ან საჭიროებენ ვიზას). დაფინანსების სქემის უმთავრესი ამოცანა ხელოვანების მობილობის, მათი მოგზაურობების მხარდაჭერაა.
დაფინანსებისთვის წარდგენილი პროექტი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ერთს უნდა ეხებოდეს:
გულისხმობს ინდივიდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც მოგზაურობენ 7-დან 60 დღემდე.
ან 5 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფის 7-დან 21 დღიანი მოგზაურობის მხარდაჭერას.
გულისხმობს იმ იურიდიული პირების მხარდაჭერას, რომლებიც რეგულარულად აორგანიზებენ რეზიდენციებს და დაინტერესებული არიან ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალთა 5 კაციანი ჯგუფების მასპინძლობით.
Creative Europe Culture დაფინანსების რეგულარული სქემების გარდა მოიცავს დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს:
Music Moves Europe Talent Awards, EU prize for popular and contemporary music
European Heritage Awards/Europa Nostra Awards პრიზები გაიცემა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, მართვაში, კვლევაში, განათლებასა და კომუნიკაციაში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის
European Union Prize for Literature
Mies van der Rohe Awards, EU Prize for Contemporary Architecture
European Heritage Label სიმბოლური ევროპული ღირებულებების მქონე კულტურული ადგილებისთვის
The pan-European cultural entities call მხარდაჭერა ორკესტრებისთვის, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს პროფესიული ზრდისა და სრულყოფისათვის სთავაზობენ ტრენინგებს.