შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი

პროგრამის  მონაწილე ყველა ქვეყანას ჰყავს საკუთარი წარმომადგენლობა Creative Europe Desks / შემოქმედებითი ევროპის დესკი.

შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი ქართული კულტურის, აუდიოვიზუალური და შემოქმედებითი/სახელოვნებო სფეროს პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს/ინსტიტუციებს აწვდის სრულ ინფორმაციას ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ შესახებ.

რას ვაკეთებთ

ქართულ  აუდიოვიზუალურ და კულტურის ორგანიზაციებს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, ვატარებთ საინფორმაციო ღონისძიებებს კონკურსების შესახებ, ვმართავთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს პროგრამაში არსებულ ყველა შესაძლებლობის შესახებ.  

ვინ ვინ არის

Ketevan Shengelia

ქეთევან შენგელია

შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის ხელმძღვანელი

აქვს 2 მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ პოლიტიკაში.

მუშაობდა იუნესკოს ვენეციის ოფისში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროექტებზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში პასუხისმგებელი იყო ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებზე. აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ საქართველოს გაწევრიანების პროცესში. 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის ქვეპროგრამის  ოფისს. 2017 წლიდან არის შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის ხელმძღვანელი.

დოქტ. დინარა მაღლაკელიძე

შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის MEDIA მიმართულების კოორდინატორი

სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრაიბურგისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებში, არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კინო და მედიათამეცნიერებაში.

გერმანიისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო და ევროპული კინოს ისტორიისა და კინოს თანამედროვე თეორიის შესახებ. კინოს ისტორიაში და თეორიაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, ასევე მონოგრაფიები გერმანულ და ქართულ ენებზე.

არის FIPRESCI/ კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და საქართველოს კინო აკადემიის გამგეობის წევრი.

Dinara Maglakelidze

Marta Tabukashvili

მართა თაბუკაშვილი

შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის კულტურის მიმართულების მენეჯერი

თბილისის სამხატვრო აკადემიაში შეისწავლა  არქიტექტურა  და კომპიუტერულ გრაფიკა. არის თანამედროვე ხელოვნების ფონდის TRAM თანადამფუძნებელი.

სხვადასხვა დროს იყო თანამედროვე ხელოვნების მიმართულების პროექტების კურატორი. როგორც დიზაინერს გაფორმებული აქვს სხვადასხვა შინაარსის გამოცემები მხატვრულ ლიტერატურა, ფოტოალბომები, თემატური წიგნები და ჟურნალები.

Search
Search