როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა 202-2027“ გამოცხადებულ კონკურსებზე
განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოცხადებული კონკურსი გამოქვეყნებულია პორტალზე: Funding and Tenders Portal . თუმცა ჩვენი რჩევა იქნება საპროექტო განაცხადი მომზადება წინა კონკურსებისა და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოთ კონკურსის ოფიციალურ გამოცხადებამდე.
პირველ რიგში შექმენით სამომხმარებლო ანგარიში: EU Login user Account და მონაწილეთა რეესტრში გაიარეთ რეგისტრაცია, PIC (მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდი) სავალდებულოა განაცხადის შესატანად. PIC კოდის მიღების შემდეგ დაარეგისტრირეთ თქვენი ორგანიზაცია
– A ზოგადი ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ (ივსება Online და ხელმისაწვდომია edit forms ქვეშ)
– B საკონკურსო განაცხადის დოკუმენტი (Word) და ბიუჯეტი (Excel) ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და ატვირთეთ შევსებული
– C ინფორმაცია კონკურსის პრიორიტეტებისა და მონაწილე ორგანიზაციების შესახებ (ივსება Online)
4. ატვირთეთ ყველა საჭირო დანართი და ფაილი პლატფორმაზე, შეამოწმეთ და გადააგზავნეთ განაცხადი Online.