Creative Europe MEDIA მიმართულების 2025 წლის საგრანტო კონკურსი აუდიტორიის განვითარება და კინო განათლება

საგრანტო კონკურსი აუდიტორიის განვითარება და კინო განათლება ღიაა განაცხადების წარსადგენად!

კონკურსის დაფინანსების ჯამური თანხა:  6 მილიონი ევრო

პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე

გამარჯვებული პროექტები დაფინასდებიან პროექტის საერთო ღირებულების 80 % -ით

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 2025 წლის 27 მარტი (17.00 საათი ბრიუსელის დროით)

კონკურსზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად (ცალკეული ორგანიზაციები),  ასევე კონსორციუმის სახით.

კონკურსის მიზანი და პრიორიტეტები

• აუდიტორიის დაინტერესება ევროპული კინო პროდუქციით
• ევროპული კინოსადმი ახალგაზრდა აუდიტორიის ინტერესის ამაღლება
• ევროპული კინომემკვიდრეობის მიმართ აუდიტორიის ინტერესის სტიმულირება  
• ფართო აუდიტორიაზე ორიენტირებული ღონისძიებები
• აუდიტორიის ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა პან-ევროპული აუდიტორიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით
• ახალი ციფრული ტექნოლოგიების გაძლიერების ხელშეწყობა პანევროპულ დონეზე

კონკურსით გათვალისწინებული საქმიანობა

დაფინანსებას მიიღებენ:

  • ინოვაციური პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ  პან-ევროპულ  თანამშრომლობას და ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას (new digital tolls)
  • პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ აუდიტორიის, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიის, ინტერესისა და ცოდნის გაზრდას ევროპული კინოსადმი
  • ევროპული კინო მემკვიდრეობით  აუდიტორიის დაინტერესების მიზნით შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს
  • ხელს შეუწყობენ ევროპული ფილმების პოპულარიზაციას მაყურებელში, შეიმუშავენ ევროპული ფილმების კატალოგებს
  • ხელს შეუწყოვენ კინოგანათლების განვითარებასა და გაფართოებას
  • შეიმუშავებენ ადექვატურ სტრატეგიებს აუდივიზუალური ინდუსტრიის მდგრადობისა და გარემოს ეკოლოგიური მხარდაჭერის მიზნით
  • ასევე გენდერული ბალანსის და მრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფის სტრატეგიებს

კონკურსის პირობებით გათვალისწინებული აქტივობები

პროექტით გათვალისწინებული ფილმების მინიმუმ 50% უნდა შეადგენდეს Creative Europe MEDIA მიმართულებაში გაწევრიანებული ქვეყნების ფილმებს

პროექტით გათვალისწინებულ აქტივობები პან ევროპული უნდა იყოს და მინიმუმ 5 ევროპული MEDIA მიმართულების ქვეყნის აუდიტორიას შეეძლოს ქონდეს წვდომა  პროექტით გათვალისწინებულ ფილმებზე  

🔗დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ


Search
Search