საგრანტო კონკურსი ევროპული ფესტივალები (კინო) ღიაა გქანაცხადების წქარსადგენად!
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 10 მილიონი ევროს
ფესტივალის მასშტაბის და პროგრამაში შეტანილი ფილმების რაოდენების მიხედვით შესაძლებელია 19.000 ევროდან 75 000 ევროს რაოდენობის თანხის მოთხოვნა
დაფინანსება შეადგენს პროექტის საერთო ღირებულების 70%
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს (24 თვე)
საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 მარტის 17.00 საათი ბრიუსელის დროით
კონკურსის მიზანი
- კონკურსის მიზანია იმ ფესტივალების მხარდაჭერა, რომელებიც პოპულარიზაციას უწევენ ევროპულ კინოს
- ხელს უწყობენ ევროპული კინოს დისტრიბუციასა და ტირაჟირებას
- აღვივებენ აუდიტორიის ინტერესს ევროპული კინოსადმი
- იყენებენ ინოციურ ქმედებს აუდიტორიასთან მიმართებაში
კონკურსის პირობები
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფესტივალებს, რომელთაც აქვთ ფილმების შერჩევის მკაფიო სტრუქტურა და რეგულაციები
- გააჩნიათ ფართო აუდიტორია და ფესტივალზე აკრედიტირებული არიან საერთაშორისო კინოპროფესიონალები და პრესის წარმომადგენლები
- ფესტივალები, რომელთა პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების 50 % შეადგენს არა ეროვნულ ევროპულ ფილმებს
- რომელთა პროგრამაში Creative Europe MEDIA მიმართულების სულ ცოტა 15 ქვეყნის ფილმია წარმოდგენილი, მათ შორის დაბალი ინდუსტრიული განვითარების ქვეყნებიდან
- ფესტივალს კონკურსში განაცხადის შეტანის პერიოდში ჩატარებული უნდა სამი გამოშვება