საპილოტე ქმედებების „ Bridging Culture and Audiovisual Content through Digital/ციფრული ხიდი კულტურისა და აუდიოვიზუალურ შინაარსებს შორის“ შემდეგ, დაფინანსების ახალი სქემა – შემოქმედებითი ინოვაციების ლაბი – მხარს უჭერს იმ ინოვაციური ინსტრუმენტების განვითარებას, რომლებიც გამოყენებული იქნება აუდიოვიზუალური, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების მოდელებისა და გადაწყვეტილებების შემუშავებისას.
დაფინანსების სქემის მიზანია ხელი შეუწყოს აუდიოვიზუალურ , კულტურისა და შემოქმედებით (CCS-Cultural and Creative Sectors) სექტორებს შორის ინოვაციური ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპულ დონეზე, ევროპული ნაწარმოებების ერთობლივად ქმნადობის და ასევე ეკონომიური და სოციალური ურთიერთობების გაძლიერების მიზნით.
თანადაფინანსება შეადგენს პროექტის საერთო ბიუჯეტის 60%.
პროექტისათვის მოთხოვნილი თანხა ლიმიტირებული არ არის.
განაცხადები უნდა წარმოადგინონ კონსორციუმებმა* (პროექტის კოორდინატორი + შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში ჩართული ქვეყნების 3 იურიდიულად არსებული ორგანიზაცია, მინიმუმ 2 სხვადასხვა ქვეყნიდან).
*კონსორციუმი უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს აუდიოვიზუალურ, კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს.
პროგრამის, „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ ფარგლებში ახალი ამბების მედია სექტორის დაფინანსების სქემა სიახლეს წარმოადგენს, მისი მიზანია მედია წიგნიერების, ხარისხიანი ჟურნალისტიკის, მედია თავისუფლებისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერა.
კონკურსი წლის განმავლობაში ცხადდება ორჯერ
დაფინანსების სქემის მიზანია, საინფორმაციო მედია სექტორის, რომლის როლი განსაკუთრებულით აქტუალურია დემოკრატიასა და სამოქალაქო ჩართულობაში, მხარდაჭერა. მხარდაჭერა ეხება ლოკალურ, რეგიონალურ და სათემო მედიებს, საგამოძიებო ჟურნალისტიკას, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებისათვის საინტერესო სიახლეებს ავრცელებენ.
კონკურში მონაწილეობა მიღება შეუძლიათ კონსორციუმებს (მინიმუმ 3 ქვეყნის, მინიმუმ 3 ორგანიზაცია)
თანადაფინანსება შეადგენს პროექტის საერთო ბიუჯეტის 80%.
1. Journalism Partnerships– Collaborations/ ჟურნალისტური პარტნიორობა-კოლაბორაცია
დაფინანსება მხარს უჭერს ინოვაციურ ბიზნეს მოდელებზე ფოკუსირებულ საინფორმაციო მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპის მასშტაბით მუშაობენ ჟურნალისტურ პროექტებზე. და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის წახალისებით მათ მდგრადობასა და სტაბილურობაში უწყობს ხელს.
კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონსორციუმებს.
თანადაფინანსება პროექტის საერთო ბიუჯეტის 80% შეადგენს.
2. Journalism Partnerships-Pluralism/ ჟურნალისტური პარტნიორობა- პლურალიზმი
დაფინანსების მიზანია მხარი დაუჭიროს ახალი ამბების მედია სექტორისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ძირითად პრინციპებს: თავისუფლება და პლურალიზმი, რომელებიც დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასა და განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობენ.
საკონკურსო განაცხადების წარდგენა შეუძლიათ როგორც ცალკეულ განმცხადებლებს, ასევე კონსორციუმებს.
თანადაფინანსება შეადგენს პროექტის საერთო ბიუჯეტის 90%-ს.
3. Media Literacy/ მედია წიგნიერება
დაფინანსების სქემის მიზანს საინფორმაციო მედია სექტორის მხარდაჭერა, მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარება, ცოდნის გაზიარება და გაცვლა წარმოადგენს მედია წიგნიერების პოლიტიკასა და პრაქტიკაში.
მუდმივად ცვალებადი თემების ციფრულ მედია ლანდშაფტში დაფინანსების სქემა მთელი ევროპის მასშტაბით უწყობს ხელს მედია წიგნიერების ინოვაციურ ტრანსსასაზღვრო ინიციატივებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით.
და ეხმარება საინფორმაციო ამბების მედია სექტორს მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მონიტორინგსა და დაცვაში.