კულტურა

კულტურის მიმართულება  მოიცავს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ყველა სფეროს, გარდა აუდიოვიზუალური და კინო სექტორისა. მიმართულება მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ფართო სპექტრს და ასევე უწყობს  ხელს თანამშრომლობას კულტურულ ორგანიზაციებსა  და ხელოვანებს შორის.

კულტურის მიმართულება მოიცავს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების ყველა სფეროს:

– თანამშრომლობის პროექტები

– სახელოვნებო ორგანიზაციების ქსელები

– პლატფორმები ევროპელი ხელოვანებისა და მათი ნამუშევრებისთვის

– ინდივიდუალური მობილობის სქემები

მიმართულება მხარს უჭერს მუსიკის, გამომცემლობების, კულტურული მემკვიდრეობის,  არქიტექტურის და ხელოვნების ყველა   სხვა სფეროს.

ხელოვანთა მხარდასაჭერად ჯილდოებს გასცემს მუსიკის, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის  სფეროებში, მხარს უჭერს ევროპული კულტურის დედაქალაქებს, ევროპულ კულტურულ მემკვიდრეობას.

თანამშრომლობის პროექტები

დაფინანსების სქემა კულტურის მიმართულების უმნიშვნელოვანესი სქემაა და  მისი ბიუჯეტი მიმართულების დაფინასების 70 %  მოიცავს.

დაფინანსების სქემის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინოვაციურობა, ტრანსნაციონალური შემოქმედებითობა და მიმოქცევა და მოიცავს შემდგომ პრიორიტეტებს:

  • აუდიტორიის განვითარება და ჩართულობა
  • სოციალური ინკლუზიურობა
  • გარემო და მდგრადობა
  • ახალი ტექნოლოგიები
  • საერთაშორისო დიმენსია
  • სექტორის სპეციფიკური პრიორიტეტები

თანამშრომლობის პროექტები იყოფა 3 კატეგორიად:

მცირე მოცულობის

სამი სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 3 ორგანიზაცია

დაფინანსების მაქსიმალური თანხა პროექტის საერთო ღირებულების 80% & მაქსიმუმი 200 000 ევრო

საშუალო მოცულობის

5 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 5 ორგანიზაცია

დაფინანსების მაქსიმალური თანხა პროექტის ღირებულების 70 % & მაქსიმუმი 1 000 000 ევრო

დიდი მოცულობის

10 სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 10 ორგანიზაცია

დაფინანსების მაქსიმალური თანხა პროექტის ღირებულების 60% & მაქსიმუმ 2 000 000 ევრო

ყოველწლიურად თანამშრომლობის პროექტები, იმართება მთელი პროგრამის პერიოდის განმავლობაში.

ევროპული ქსელები

დაფინანსების სქემა კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერების არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს. Creative Europe მიერ დაფინანსებული ქსელები

  • აკავშირებს პროფესიულ ორგანიზაციებს ევროპისა და მისი ფარგლების მიღმა
  • აგროვებს და ავრცელებს მონაცემებს, ინფორმაციებს, გამოცდილებებს, იდეებს, გადაწყვეტილებებს
  • სთავაზობს პროფესიონალებს ტრენინგებსა და რჩევებს
  • ადვოკატირებას უწევს სექტორს პროფესიულ საკითხებში

მხარს უჭერს პროექტებს, რომლებსაც ახორციელებენ ევროპული კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლობითი, მრავალეროვნული, წევრობაზე დაფუძნებული კულტურული ორგანიზაციების ქსელები, რომლებიც მოიცავს შემოქმედებით ევროპაში გაერთიანებული ქვეყნების ფართე სპექტრს.

ევროპული პლატფორმები

დაფინანსების სქემის, ევროპული პლატფორმები, მიზანია კულტურული ოპერატორების მხარდაჭერა, რათა ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა გაიზარდოს ახალგაზრდა ევროპელი ხელოვანების ნამუშევრების ხილვადობა  და  მოხდეს მათი პოპულარიზაცია.

დაფინანსების სქემა მხარს უჭერს ორგანიზაციებს შემდეგ საქმიანობაში:

  • ნიჭიერი ევროპელი შემოქმედებისა და ხელოვანების წარმოჩენა და პოპულარიზაცია ევროპის მასშტაბით
  • თანამშრომლობა პროფესიონალური უნარების უკეთ გამოვლენასა და კარიერის ინტერნაციონალიზაციაში
  • ევროპული კულტურის და შემოქმედებითი სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება
  •  

ლიტერატურული თარგმანები

დაფინანსების სქემა მხარს უჭერს მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას, გამოცემას, დისტრიბუციას, პოპულარიზაციას და ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას.  ლიტერატურული ნაწარმოებების იმპორტის სტრატეგიასთან ერთად დაფინანსების სქემა ასევე მოიცავს Business-to Business „ექსპორტის“ აქტივობებში, თარგმანი უფლებების გაყიდვა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ,  ხელშეწყობას.

პროექტები უნდა ემსახურებოდნენ შემდეგ მიზნებს:

  • ევროპული ლიტერატურული ნაწარმოებების ტრანსნაციონალური მიმოქცევისა და მრავალფეროვნების გაძლიერება, განსაკუთრებით ნაკლებად გამოყენებული ენებიდან ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ (კატალონიური) და იტალიურ ენებზე თარგმნა.
  • ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი აუდიტორიის წვდომა
  • წიგნის სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, ურთიერთ თანამშრომლობის გაძლიერება
  • ინფორმაციის გავრცელება ევროპული ლიტერატურული ნაწარმოებების ტირაჟის შესახებ
  •  

დაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების 60%. თარგმნილი და გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია 3 განსხვავებული მასშტაბის პროექტის წარდგენა:

მცირე მასშტაბის

5 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა 100 000 ევრო

საშუალო მასშტაბის

11 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსება 200 000 ევრო

დიდი მასშტაბის

21  სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების რაოდენობა 300 000 ევრო

კულტურა ამოძრავებს ევროპას

დაფინანსების ახალი, მუდმივი მობილობის სქემა, ხელოვანების, შემომქმედთა და კულტურის პროფესიონალებისათვის, რომლის ბიუჯეტი 2022-2025 წლებში შეადგენს 21 მილიონ ევროს. დაფინასების მობილობის სქემის მიზანი ხელოვანების, შემომქმედებისა და კულტურის პროფესიონალების დახმარებაა პროფესიულ განვითარებასა და კარიერის ინტერნაციონალიზაციაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კო პროდუქციების საშუალებით.

დაფინანსების სქემა ფარავს მგზავრობის, ყოველდღიურ და საცხოვრებელ ხარჯებს. ამის გარდა დაფინანსების კონკრეტულ საჭიროებებზე  მორგებაც არის შესაძლებელი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, აპლიკანტებზე, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები ან საჭიროებენ ვიზას). დაფინანსების სქემის უმთავრესი ამოცანა ხელოვანების მობილობის, მათი მოგზაურობების მხარდაჭერაა. 

დაფინანსებისთვის წარდგენილი პროექტი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ერთს უნდა ეხებოდეს:

  • ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის კვლევა
  • საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი ქმნადობა და განვითარება
  • სწავლა არაფორმალურ სწავლებაში მონაწილეობით
  • საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვა და ამ ურთიერთობების გაღრმავება
  • სოციალური ცვლილებებში წვლილის შეტანა ახალი ევროპული Bauhaus-ის  პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად.

დაფინასების სქემა იყოფა 2 ცალკეულ ქმედებად:

ინდივიდუალური მობილობა

გულისხმობს ინდივიდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც მოგზაურობენ 7-დან 60 დღემდე.

ან 5 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფის  7-დან 21 დღიანი მოგზაურობის მხარდაჭერას.

რეზიდენტული მობილობა

გულისხმობს იმ იურიდიული პირების მხარდაჭერას, რომლებიც რეგულარულად აორგანიზებენ რეზიდენციებს და დაინტერესებული არიან ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალთა 5 კაციანი ჯგუფების მასპინძლობით. 

ინიციატივები, პრიზები

Creative Europe Culture დაფინანსების რეგულარული სქემების გარდა მოიცავს დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს:

Music Moves Europe Talent Awards, EU prize for popular and contemporary music

European Heritage Awards/Europa Nostra Awards პრიზები გაიცემა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში,  მართვაში, კვლევაში, განათლებასა და კომუნიკაციაში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის

European Union Prize for Literature

Mies van der Rohe Awards, EU Prize for Contemporary Architecture

European Capitals of Culture

European Heritage Label სიმბოლური ევროპული ღირებულებების მქონე კულტურული ადგილებისთვის

The pan-European cultural entities call მხარდაჭერა ორკესტრებისთვის, რომლებიც ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს პროფესიული ზრდისა და  სრულყოფისათვის სთავაზობენ ტრენინგებს.

Search
Search