📅 16 & 17 მაისი 2025
🕒 დამოკიდებულია თქვენმიერ შერჩეულ დროზე
📍 Viktoriastraße 10-18, 12105 ბერლინი, გერმანია
საინფორმაციო სტენდზე დაგხვდებიან შემოქმედებითი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დესკების წარმომადგენლები, რომლებთანაც შეგიძლიათ გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაცია შემოქმედებითი ევროპის საგრანტო კონკურსების შესახებ. თუ მუშაობთ პროექტის კონცეფციაზე და გაინტერესებთ ევროკავშირის დაფინანსება მობრძანდით საინფორმაციო სტენდთან და მიიღეთ რჩევები როგორც საგრანტო კონკურსების ასევე სხვადასხვა არსებული პლატფორმების შესახებ.
შემოქმედებითი ევროპის კონსულტანტები გიპასუხებთ ზოგად კითხვებზე, მაგრამ ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 20 წუთიან პირისპირ და უფრო სიღრმისეულ შეხვედრაზე თქვენი პროექტის შესახებ
ფასილიტატორები: სოფია ჰოდჯი (CED გერმანია), ნატალი მარშალი(CED ვალონია), ქეთევან შენგელია (CED საქართველო), ანერა სტოფერი (CED ხორვატია), სარა მაჩადო (CED პორტუგალია), და ალბერტ მეიჯერი (CED ჰოლანდია).
🔗 დარეგისტრირდით შეხვედრაზე
