ღონისძიებები

ევროპული თანამშრომლობის პროექტების კონკურსის Matchmaking სესია

Loading Events

ევროპული თანამშრომლობის პროექტების კონკურსის Matchmaking სესია

Matchmaking სესია

“ევროპული თანამშრომლობის პროექტები” – 2025 წლის საგრანტო კონკურსი

მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ და მოძებნეთ პარტნიორები

(საგრანტო კონკურსის დედლაინი – 13 მაისი)

 

ემზადებით “ევროპული თანამშრომლობის პროექტების” საგრანტო კონკურსში განაცხადის წარსადგენათ და გაკლიათ 1 (ან 2) პარტნიორი? 

გინათ დაუკვშირდეთ სხვა ორგანიზაციებს და გაწევრიანდეთ კონსორციუმში?

შემოგვიერთდის ონლაინ matchmaking სესიაზე რომელიც გაიმართება 13 მარტს 11:00-13:00 CET (14:00-16:00 თბილისის დროით)

შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი და წარადგინოთ თქვენი პროექტი ან შემოგვიერთდეთ როგორც დამკვირვებელი და გახდეთ თქვენთვის საიტერესო პროექტის პარტნიორი.

შემოქმედებითი ევროპის დესკები სიამოვნებით გიწვევთ ამ მიიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე პროექტი მთელი ევროპის მასშტაბით.

Pitch-ში მონაწილების პირობები იგივეა, რაც საგრანტო კონკურსისთვის:

  • იყოთ ორგანიზაცია (იურიდიული პირი), რომელიც დაფუძნებულია შემოქმედებითი ევროპის ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში (მათ შორის საზღვარგარეთის ტერიტორიები და OCR).
  • კოორდინატორი უნდა არსებობდეს (იურიდიულად) 2 წლის განმავლობაში კონკურსის შედეგების გამოცხადებისთვის.
  • ევროპული თანამშრომლობის პროექტების მოწოდება მხარს უჭერს პროექტებს, რომლებშიც ჩართულია სხვადასხვა ქვეყნიდან კულტურის და შემოქმედებითი სექტორების ორგანიზაციები, დარგობრივი ან სექტორთაშორისი აქტივობების განსახორციელებლად. პროექტის უნდა ითვალისწინებდეს მკაფიო ევროპულ განზომილებას.

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებსაც უკვე განსაზღვრული აქვთ მეთოდოლოგია და კონცეფცია.

თითოეულ pitcher (წარმდგენელს) ექნება 5 წუთი. პროექტის წარსადგენად + 15 წუთი კითხვა-პასუხი.

შემოიტანეთ განაცხადი პროექტების განსახილველად 06.03. 2025: https://forms.office.com/e/cGjJWd31f2


თუ გინდათ ღონისძიებას დაესწროთ დამკვირვებელის როლში დარეგისტრირდით: https://forms.office.com/e/QqiWM0d7xf.

ღონისძიებას ერთობლივად გთავაზობთ ბელგიის, ჩეხთის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, უნგრეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლევენიის, ესპანეთისა და უკრაინისის შემოქმედებითი ევროპის დესკები.

 

ღონისძიება წარმატებით გაიმართა

აღსანიშნავია რომ ონლაინ ღონისძიებაზე დარეგისტრირდა 650 ადამიანი ხოლო ფიჩზე განაცხადი წარადგინა 151 ორგანიზაციამ. ჯამურად ონალინ ღონისძიებას დაესწრო 436 ადამიანი

ფიჩზე განაცხადი წარმოადგინეს ორგანიზაციებმა 21 ქვეყნიდან (ალბატეთი, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, შვედეთი, უკრაინა

ხოლო დამკვირვებლები წარმოადგენდნენ 32 ქვეყანას (ალბანეთი, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, უკრაინა

გაეცანით ონლაინ ღონისძიების ჩანაწერს

Search
Search