შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში გიწვევთ ვებინარზე „ევროპული თანამშრომლობის პროექტები 2025 Part B – პროექტის აღწერა – რა უნდა ვიცოდეთ“
📅 14 აპრილი, ორშაბათი
🕒 14:00 საათი
📍 ZOOM (ონლაინ)
💡ღონისძიების თემებია:
✔️ „ევროპული თანამშრომლობის პროექტები 2025“ საგრანტო კონკურსის პირობები და პრიორიტეტები
✔️განაცხადის წარდგენის ტექნიკური ნაწილი. Part B – განაცხადის ფორმები
✔️ კითხვა-პასუხის სესია.
შემოქმედებითი ევროპის „ევროპული თანამშრომლობის პროექტები 2025“ საგრანტო კონკურსი ღიაა განაცხადების წარსადგენად. საგრანტო კონკურსი დააფინანსებს ფართო სპექტრის პროექტებს, რომლებიც მოიცავს როგორც ხელოვანებს ასევე კულტურის სექტორის სხვადასხვა დარგების ინსტიტუციებს.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 60 მლნ. ევროს და ხელს შეუწყობს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიაზრებენ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის და ევროპული კონტენტის მიმოქცევას როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს, ახალი ინოვაციური პროექტების შექმნას და გავრცელებას.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 130 პროექტი
კონკურსში მონაწილეობის დედლაინი არის 13 მაისი
თანამშრომლობის პროექტები 2025 ღიაა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველა დარგისთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ საგრანტო კონკურსი არის შემოქმედებითი ევროპის კულტურის მიმართულებაში მხოლოდ აუდიოვიაზუალური შინაარსის პროექტები ვერ განიხილება.