ღონისძიებები

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა – Culture Moves Europe ინდივიდუალური მობილობის საგრანტო კონკურსი

Loading Events

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა – Culture Moves Europe ინდივიდუალური მობილობის საგრანტო კონკურსი

საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე Culture Moves Europe ინდივიდუალური მობილობის ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ

📅26 დეკემბერი, პარასკევი

🕒 15:00 საათი

📍 ZOOM (ონლაინ)

💡ღონისძიების თემებია:

✔️ შემოქმედებითი ევროპის პროგრამის კონკურსებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა.

✔️ Culture Moves Europe ინდივიდუალური მობილობის საგრანტო კონკურსი.

✔️ კითხვა-პასუხის სესია.

❗️შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით წინასწარ: https://us06web.zoom.us/meeting/register/g5kdOK8xQ_2flBiBpz-gnQ


Culture Moves Europe ინდივიდუალური მობილობის საგრანტო კონკურსის შესახებ

ინდივიდუალური მობილურობის კონკურსი მხარს უჭერს ხელოვანებსა და კულტურის სექტორის პროფესიონალებს, განახორციელონ პროექტები მათ მიერ შერჩეული პარტნიორთან ერთად შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყანებში.

როგორი პროექტები იღებენ დაფინანსებას?

პროექტი უნდა განახორციელოთ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად შემოქმედებითი ევროპის სხვა ქვეყანაში. თქვენი პროექტი უნდა ემსახურებოდეს მინიმუმ 2 მიზანს:

  • შესწავლა: კვლევა, კონკრეტული საგანის შესწავლა ან ახალი მეთოდების გამოკვლევა.
  • შექმნა: შემოქმედებით პროცესებში მონაწილეობა ახალი ნამუშევრების შექმნის მიზნით.
  • სწავლა:კომპეტენციებისა და უნარების ამაღლება არაფორმალური განათლების გზით ან დარგის სპეციალისტთან თანამშრომლობით
  • დაკავშირება: პროფესიული განვითარების გაძლიერება, ახალი აუდიტორიის მოძიება და ნეთვორქის განვითარება

პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც კოლეგა ხელოვანი, ასევე ორგანიზაცია/ინსტიტუცია მობილობის ქვეყანაში და სხვა. განაცხადის წარდგენის პროცესში აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ მოწვევის წერილი.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის სახელით (5 ადამიანი) .

***მნიშვნელოვანია***

მობილობის კონკურსი არ ითვალისწინებს არსებული ნამუშევრების წარდგენას (გამოფენას). პროექტები, რომლებიც უბრალოდ გვთავაზობენ, უკვე შექმნილი ნამუშევრის გამოფენას ან შესრულებას, არ განიხილება.

პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს ხელოვანთა მობილობას რომელთა მიზანი არის ახალის შექმნა, გაცვლა, კავშირების დამყარება და სწავლა საზღვრებს მიღმა.

🔗 დეტალური ინფორმაცია

Search
Search