ღონისძიებები

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსის “უნარები & ტალანტების განვითარება 2026” შესახებ

Loading Events

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსის “უნარები & ტალანტების განვითარება 2026” შესახებ

საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე პროგრამაში Creative Europe MEDIA მიმართულების 2026 წლის კონკურსის “უნარების და ტალანტების განვითარება 2026” შესახებ.

📅 12 მარტი, ხუთშაბათი

🕒 14:00 საათი

📍 ZOOM (ონლაინ)

❗️შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით წინასწარ: https://us06web.zoom.us/meeting/register/V_-q2P3dSxe1kl7AxAgjBQ

 

კონკურსის მიზანი

აუდიოვიზუალური ინდუსტრიის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების, ინდუსტრიაში უკეთ ადაპტირების შესაძლებლობების ზრდისა და მენტორინგ პროგრამების (როგორც ფიზიკური, ასევე Online) ხელშეწყობა, კერძოდ:

  • ახალი შემოქმედებითი პროცესები  

შემოქმედებითი პროცესების ახლებური მიდგომა, ინოვაციური Storytelling და ღირებულებათა ჯაჭვში თანამშრომლობა კონკრეტულად ვიდეო თამაშების ინდუსტრიისთვის. პროექტის განვითარების, წარმოების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის ახალი ინსტრუმენტების შექმნა.

  • ციფრული ტრანსფორმაცია

კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები, რომლებიც კინოსა და აუდიოვიზუალური დარგის პროფესიონალებს გაუადვილებთ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას.

მონაცემთა ანალიზის ოპტიმატიზაცია შემოქმედებით და პოსტ წარმოების პროცესების უკეთ წარმართვისათვის. ვირტუალური წარმოების, გაყიდვებისა და დისტრიბუციის ახალი გზების შესწავლა.

  • ბაზრის განვითარება

მარკეტინგი, პოპულარიზაცია, აუდიტორიის ჩართულობა, შეფასების ახალი მოდელები. ბაზრის ახალ ტენდენციებთან და ახალ ბიზნეს მოდელებთან და მენეჯმენტთან ადაპტირება ( Remakes, Spin-Offs, Sequels და ა.შ.)

  • მდგრადობა

ვის შეუძლია საპროექტო განაცხადის შეტანა

  • ევროპულ კინოსა და ტელევიზიის სკოლებს
  • უნივერსიტეტებს
  • გაერთიენებებსა და ორგანიზაციებს
  • ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კინოს პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე
  • აუდიოვიზუალური სფეროს კერძო ორგანიზაციებს

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ ორგანიზაციებს, ასევე კონსორციუმებს

სამიზნე ჯგუფები

  • ევროპელი & საერთაშორისო კინო და აუდივიზუალური ინდუსტრიის პროფესიონალები, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალები და სტარტაპები
  • სასურველია ტრენინგებში მონაწილეების მრავალფეროვნება
  • ტრენინგისთვის შერჩეული პროფესიონალების უმეტესობა უნდა წარმოადგენდნენ არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს
  • ;პროგრამისათვის შერჩეულების 20% უნდა გაიცეს სტიპენდიები

ვადები

საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 9 დეკემბერი 2025
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აპრილი 17.00 საათამდე (ბრიუსელის დროით)
პროექტების შეფასევის პერიოდი: მაისი-სექტემბერი 2026
საგრანტო კონკურსის შედეგები: ოქტომბერი 2026
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა: იანვარი 2027

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 9 500 000 ევროს

შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს:  პროექტის საერთო ღირებულების 80 %

პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე

🔗 დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

Search
Search