ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ საგრანტო კონკურში „ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელება 2025“ მონაწილეობის მიღების ხელშეწყობის მიზნით სერბეთის, ფინეთის, იტალიის, პორტუგალიის, ტუნისის, ლიეტუვის, ირლანდიისა და საქართველოს დესკები ერთიბლივად გიწვევთ ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
📅 18 დეკემბერი, ოთხშაბათი
🕒 14:00 საათი (11:00 CET)
📍 ZOOM (ონლაინ)
ონლაინ ღონისძიების მთავარი მიზანი არის მონაწილე ქვეყნების საგამომცემლო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მეტი ერთობლივი აქტივობების ხელშეწყობა. „ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელება“ არის ყოველწლიური საგრანტო კონკურსი, რომლის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 5 მლნ ევროს ევროპული თანამედროვე ლიტერატურის თარგმნის, გამოცემის და დისტრიბუციისთვის.
💡ღონისძიების თემებია:
✔️ მიმდინარე კონკურსის ძირითად პრიორიტეტები და მონაწილეობის პირობები.
✔️2 წარმატებული პროექტის ისტორია.
✔️ 16 თანამედროვე ავტორის წარდგენა 8 ქვეყნიდან
(ყველა მონაწილე ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება 2 გამომცემლობა/ორგანიზაცია რომელიც მუშაობს ლიტერატურის სექტორში, რომლებიც ისაუბრებენ თანამედროვე ავტორებს)
ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა გამომცემლობები როგორც სერბეთიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, ტუნისიდან, ლიეტუვიდან, ირლანდიიდან და საქართველოს ასევე შემოქმედებითი ევროპის სხვა 40 ქვეყნიდანაც.