შემოქმედებითი ევროპის MEDIA მიმართულება კანის 78ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 13-24 მაისი 2025 კინემატოგრაფისტებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობს.
საფესტივალო სოფელში შემოქმედებითი ევროპის MEDIA პავილიონს შეგიძლიათ ესტუმროთ შემდეგ მისამართზე: Creative Europe MEDIA stand – International Village Riviera – Pavilion n°124
✔️ პარასკევს 16 მაისს 10.00 -11.00 საათზე გაიმართება კონკურსის: FILMS ON The MOVE, პრეზენტაცია
✔️ კვირას 18 მაისს 16.00-17.30 საათზე პავილიონი უმასპინძლებს ღონისძიებას: MEET AND TALK WITH INNOVATION TOOLS
✔️ ორშაბათს 19 მაისს 11.00-13.00 საათზე შეგიძლიათ დაესწროთ ღონისძიებას: EU-LAC AUDIOVISUAL COOPERATION, STORIES THAT DESERVE MORE
✔️ ორშაბათს 19 მაისს შემოქმედებითი ევროპის MEDIA პავილიონი დაინტერესებულ კინემატოგრაფისტებს ასევე სთავაზობს ღონისძიებას: Return on investment (Films On The Move)
ოფიციალური ღონისძიებების გარდა შემოქმედებითი ევროპის MEDIA მიმართულების სხვადასხვა ქვეყნების დესკების წარმომადგენლებთან შეგიძლიათ ინდივიდუალური კონსულტაციები გაიაროთ, როგორც პროგრამის კონკურსების, ასევე თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ.
