საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე საგამომცემლო და ლიტერატურის სექტორის წარმომადგენლებისათვის გამოცხადებული “ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების” საგრანტო კონკურსის შესახებ.
📅15 მარტი, პარასკევი
🕒 16:00 საათი
📍 ZOOM (ონლაინ)
💡ღონისძიების თემებია:
✔️შემოქმედებითი ევროპის პროგრამის კონკურსებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა.
✔️ “ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების” საგრანტო კონკუსის პირობები და პრიორიტეტები.
✔️ განაცხადის წარდგენის პროცესი და ტექნიკური საკითხები.
✔️ კითხვა-პასუხის სესია.
❗️შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით წინასწარ: https://shorturl.at/nJY09
“ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების” კონკურსის შესახებ:
კონკურსის მიზანი არის ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნა, გამოცემა, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია.
დაფინანსების სქემა მხარს უჭერს მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას, გამოცემას, დისტრიბუციას, პოპულარიზაციას და ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას.
პროექტები უნდა ემსახურებოდნენ შემდეგ მიზნებს:
- ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელებისა და მრავალფეროვნების გაძლიერება, განსაკუთრებით ნაკლებად გამოყენებული ენებიდან ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ (კატალონიური) და იტალიურ ენებზე თარგმნა.
- ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი აუდიტორიის წვდომა.
- წიგნის სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, ურთიერთ თანამშრომლობის გაძლიერება.
დაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების 60%. თარგმნილი და გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია 3 განსხვავებული მასშტაბის პროექტის წარდგენა:
მცირე მასშტაბის
5 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა 100 000 ევრო
საშუალო მასშტაბის
11 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსება 200 000 ევრო
დიდი მასშტაბის
21 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების რაოდენობა 300 000 ევრო
პოტენციური პარტნიორების საპოვნელად და საკონკურსო განაცხადის წარსადგენად დარეგისტრირდით ევროკავშირის პორტალზე 🔗FTOP
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 აპრილი