ღონისძიებები

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსის “ევროპული კინოფესტივალების ქსელები” შესახებ.

Loading Events

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსის “ევროპული კინოფესტივალების ქსელები” შესახებ.

საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე პროგრამაში Creative Europe MEDIA მიმართულების 2026 წლის კონკურსის “ევროპული კინოფესტივალების ქსელები” შესახებ.

📅5 მარტი, ხუთშაბათი

🕒 13:00 საათი

📍 ZOOM (ონლაინ)

❗️შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით წინასწარ: https://us06web.zoom.us/meeting/register/6ihjjo4sSw-BCvX7rS1Qog

კონკურსის მიზანია:

  • ფესტივალების ქსელების მხარდაჭერა და გაძლიერება
  •  ევროპული ფილმების პოპულარიზაცია
  • აუდიტორიის გაფართოება და მაყურებლის ინტერესის გაზრდა ევროპული კინოს მიმართ
  • ქსელში გაერთიანებულ ფესტივალებს შორის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილებების და ცოდნის გაზიარება
  • კონკურსი მხარს უჭერს ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას
  • მდგრადობასა და მრავალფეროვნებას

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ პროგრამაში, Creative Europe MEDIA მიმართულებაში გაერთიანებულ ქვეყნებში არსებულ კინო ფესტივალებს.

  • ფესტივალების ქსელში უნდა შედიოდეს სულ ცოტა 4 სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალი (კოორდინატორი + 3 სხვადასხვა ფესტივალი)
  • ფესტივალის პროგრამა უნდა შედგებოდეს 50 % არა-ეროვნული (Creative Europe MEDIA ქვეყნების) ფილმებისაგან
  • ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი უნდა იყოს სულ ცოტა 15 Creative Europe MEDIA ქვეყანა, მათ შორის მცირებიუჯეტიანი კინოინდუსტრიის ევროპული ქვეყნების ფილმები
  • ფესტივალმა კინო ინდუსტრიის პროფესიონალებს უნდა შესთავაზოს ინდუსტრიული ღონისძიებები ( ვოქშოფები, ტრენინგები და ა.შ.)
  • ფესტივალის ქსელის 20 % შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი ქვეყნის ფესტივალებით
  • ამასთან ფესტივალის ქსელში ისეთი ფესტივალებიც შეიძლება იყვნენ გაერთიანებული, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, თუმცა ისინი ვერ მიიღებენ MEDIA დაფინანსებას
  • საკონკურსო განაცხადს წარადგენს პროექტის კოორდინატორი, ასევე კოორდინატორი ანაწილებს თანხას ქსელის მონაწილე ფესტივალებზე( ე.წ.  Cascading Grants)

ვადები

საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 4 დეკემბერი 2025
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 აპრილი 17.00 საათამდე (ბრიუსელის დროით)
პროექტების შეფასევის პერიოდი: აპრილი-სექტემბერი 2026
საგრანტო კონკურსის შედეგები: ოქტომბერი 2026
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა: იანვარი 2027

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ევროს

შემოქმედებითი ევროპა აფინანსებს: პროექტის საერთო ღირებულების 90%

🔗 დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

Search
Search