თუ წარმოადგენ კულტურის ორგანიზაციას ალბანეთში, სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, კოსოვოში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინაში ან ტუნისში, ხარ დაინტერესებული გახდე მინიმუმ ორი ორგანიზაციის პარტნიორი ევროპული კულტურული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მაშინ გამოიყენე ეს შესაძლებლობა, შეავსე განაცხადი 2024 წლის 15 მაისამდე და მთელი ევროპის მასშტაბით წარუდგინე ევროპული კულტურის ორგანიზაციებს შენი ორგანიზაცია და შენი პროექტის იდეები: https://forms.gle/M1z9AtUbEsrBEwyV9
2024 წლის 19 ივნისის 11.00 დან 13.30 საათებში დაგეგმილი Online ღონისძიებით: Creative Europe beyond the EU, ევროკავშირის პროგრამას შემოქმედებითი ევროპა, სურს პოპულარიზაცია გაუწიოს კულტურულ ორგანიზაციებს ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, წარმოაჩინოს მათი, როგორც კოორდინატორების (ლიდერი ორგანიზაცია) ან პარტნიორების პოტენციალი ევროპული თანამშრომლობის პროექტებში.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციები დაუკავშირდით შემოქმედებითი ევროპის დესკს საქართველოში – info@creativeeurope.ge
თუ თქვენ არ გინდათ, დაგეგმილ ღონისძიებაზე, როგორც Pitcher წარადგინოთ თქვენი ორგანიზაცია და პროექტი, მაგრამ დაინტერესებული ხართ ევროპული თანამშრომლობის პროექტით და გინდათ კონტაქტი დაამყაროთ ევროპულ კულტურულ ორგანიზაციებთან შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://forms.gle/G1EmHBXMAUxNvLTy9 და მიიღოთ ღონისძიებაში მონაწილეობა.