ღონისძიებები

Creative Innovation Lab – Learn from selected projects

Loading Events

Creative Innovation Lab – Learn from selected projects

შემოქმედებითი ევროპის 16 ქვეყნის დესკი გიწვევთ საერთაშორისო Showcase ღონისძიებაზე –  Creative Innovation Lab – Learn from selected projects

ღონისძიება გაიმართება შემოქმედებითი ევროპის დესკების, ევროკომისიის და “შემოქმედებითი ევროპის” პროგრამის მმართველო სააგენტოს (EACEA) თანაორგანიზებით 2026 წლის 10 თებერვალს, ონლაინ ფორმატში, 14:00-დან 15:30 საათამდე (CET), Zoom პლატფორმაზე.

კონკურსის შესახებ

Creative Innovation Lab არის შემოქმედებითი ევროპის სექტორთაშორისო მიმართულების ერთ-ერთი საგრანტო კონკურსი. კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს აუდიოვიზუალურ, კულტურულ და შემოქმედებით სექტორებს შორის ექსპერიმენტულ მიდგომებს და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით  წაახალისოს სექტორთა შორისო ურთიერთთანამშრომლობის ფორმები. ხელი შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების თანამშრომლობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება აუდიოვიზუალური სფეროს გარდა შეუძლიათ კულტურისა და შემოქმედებითი სფეროების,  მუსიკის, სამუზეუმო და საგამომცემლო  სფეროების პროფესიონალებს.

კონკურსი მხარს დაუჭერს ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებას აუდიოვიზუალურ (სავალდებულო) და მუსიკის ან სამუზეუმო ან საგამომცემლო ურთიერთთანამშრომლობაში.

ვადები

საგრანტო კონკურსის გამოცხადების თარიღი: 23 ოქტომებრი 2025
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წელის 23 აპრილი 17:00:00 CET (ბრიუსელის დრო)
პროექტების შეფასევის პერიოდი: მაისი-სექტემბერი 2026
საგრანტო კონკურსის შედეგები: ოქტომბერი 2026
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა: იანვარი 2027

სესიის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:

• გაეცნონ შერჩევის კრიტერიუმებს და მოისმინონ სხვადასხვა ევროპული პროექტის მაგალითები, რომლებმაც უკვე მიიღეს დაფინანსება აღნიშნულ მიმართულებაში;
• მოიძიონ ახალი ევროპული პარტნიორები

***ღონისძიების სამუშაო ენა – ინგლისური.

🔗ღონისძიებაზე დასწრების მიზნით აუცილებელია რეგისტრაცია 

ამასთან შეგიძლიათ გამოიყენოთ „Matching partners & expertise database“ ფორმა, რომლის მეშვეობითაც განმცხადებლებს შეუძლიათ მოძებნონ პარტნიორები ან გამოხატონ პროექტში მონაწილეობის ინტერესი. ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ 🔗 ბმულზე

 

 

Search
Search