“საქართველოს მუსიკის ექსპორტი” გიწვევთ შეხვედრაზე „Music Export Georgia – “საქართველოს მუსიკის ექსპორტი”- ინიციატივის პრეზენტაცია“
📅 9 სექტემბერი, სამშაბათი
🕒 13:00 საათი
📍 ZOOM
💡ღონისძიების თემებია:
✔️ მუსიკის ექსპორტის ინიციაიტივა
✔️ მუსიკის ინდუსტრიის მეფინგი/მოკვლევა
✔️ შემოქმედებითი ევროპა და შესაძლებლობების მუსიკის სექტორისთბის
Music Export Georgia – “საქართველოს მუსიკის ექსპორტი” არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს:
- ქართველი მუსიკოსების შემოქმედების საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე გატანის ხელშეწყობას
- მუსიკის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის (საკონცერტო სივრცეები, ფესტივალები, არტისტ მენეჯერები, ბუქინგ მენეჯერები) საერთაშორისო კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას.
პლატფორმის მიმდინარე პრიორიტეტებია:
- საერთაშორისო შოუქეის/ კონფერენციებზე ქართველი შემსრულებლების წარმოჩენა.
- მუსიკის ინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიულ და ქსელურ ღონისძიებებში მონაწილეობა
- ქართველი შემსრულებლების, ორგანიზაციებისა და მენეჯერებისათვის მენტორული და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა მუსიკის ინდუსტრიის მიმდინარე აქტუალურ თემებზე რაც დაეხმარება მუსიკოსების მათი შემოქმედების სართაშორისო ბაზარზე წარმოჩენასა და გაყიდვაში.
