გამჭოლი საკითხები

ინკლუზია და მრავალფეროვნება (გენდერული ბალანსი)

ადამიანის უფლებებთან, თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან ერთად, თანასწორობა არის ერთ-ერთ ძირითად ღირებულება, რომელიც ევროკავშირს, აქცევს ისეთად, როგორიც არის. გენდერული თანასწორობა მშვიდობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ძირითადი ნაწილია. უფრო მეტიც, ევროკავშირის ხელშეკრულებები გენდერული თანასწორობის დაცვას და ხელშეწყობას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, პოლიტიკური, საოპერაციო და ფინანსური მუშაობა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული წინსვლის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტსა და არსებით მიზანს  წარმოადგენს. 

ევროკავშირის გენდერული საკითხების III სამოქმედო გეგმა და ახალი ბიუჯეტი საგარეო ქმედებებისთვის არის გლობალური ქმედების გზამკვლევი მსოფლიოში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

შემოქმედებითი ევროპის დესკის მიზანი არის აღნიშნული გამჭოლი საკითხის პოპულარიზაცია ეროვნულ დონეზე და ისეთი ქმედებების განხორციელება როგორიც არის:

  1. ინკლუზიური მენეჯმენტის დანერგვა, თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის გათვალისწინებით;
  2. კულტურისა და შემოქმედებით სექტორებში ინკლუზიისა და თანაბარი შესაძლებლობების პრიორიტეტების შესახებ შეხვედრების, დიალოგების, სტრატეგიული კონსულტაციების გამართვა;
  3. კულტურისა და შემოქმედბით სექტორებში ინკლუზიისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი რესურსების გავრცელება;
  4. შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში ინკლუზიისა და თანაბარი შესაძლებლობების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის გავრცელება (განსაკუთრების კულტურის და შემოქმედებით სექტორებში);
  5. კულუტურის და შემოქმედებითი სექტორების წარმომადგენლებისათვის ისეთი შეხვედრების და ღონისძიბების ორგანიზება, რომლებიც ფოკუხირებულია ინკლუზიისა და თანაბარი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე.

შემოქემდებითი ევროპის გამწვანება

კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ამ გამოწვევების დასაძლევად, ევროპამ უნდა შეიმუშაოს ზრდის ახალი სტრატეგია, რომელიც გადააქცევს ევროკავშირს თანამედროვე, რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე დაფუძნებულ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად, სადაც

  • 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა
  • ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე
  • არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა

ევროპული მწვანე გარიგება ის გეგმაა, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკას მდგრადს გახდის. ამის განხორციელება შესაძლებელია კლიმატისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესაძლებლობად გადაქცევისა და ამ გარდამავალი ეტაპის სამართლიანობისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარების გზით.

შემოქმედებითი ევროპის დესკის მიზანი არის აღნიშნული გამჭოლი საკითხის პოპულარიზაცია ეროვნულ დონეზე და ისეთი ქმედებების განხორციელება როგორიც არის:

  1. დესკის საქმიანობა განავითაროს მდგრადი მენეჯმენტის და წრიული ეკონომიკის ხელშეწტობის პრინციპების დაცვით;
  2. კულტურისა და შემოქმედებით სექტორებში გარემოსდაცვისა და მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრების, დიალოგების, სტრატეგიულუ კონსულტაციების გამართვა;
  3. კულტურისა და შემოქმედბით სექტორებში გარემოსდაცვისა და მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი რესურსების გავრცელება;
  4. შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში გარემოსდაცვისა და მდგრადობის შესახებ საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის გავრცელება (განსაკუთრების კულტურის და შემოქმედებით სექტორებში);
  5. კულუტურის და შემოქმედებითი სექტორების წარმომადგენლებისათვის ისეთი შეხვედრების და ღონისძიბების ორგანიზება, რომლებიც ფოკუხირებულია გარემოსდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების საკითხებზე.
Search
Search