კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აუდიოვიზუალურ და სხვა (CCS-Cultural and Creative Sectors) სექტორებს შორის ინოვაციურ ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპულ დონეზე, ევროპული ნამუშევრების და ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების გაძლიერებას. კულტურთაშორისო დიალოგი და სექტორთა შორისო ქმედებები უნდა მოიცავდეს:
- კულტურული და შემოქმედებითი სექტორებში ექსპერიმენტული მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.
- ინოვაციური სექტორთა შორისი მიდგომებისა და ინსტრუმენტების განვითარებას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მრავალენოვან და მრავალფეროვან სოციალურ განზომილებებს, კულტურის გავრცელების, პოპულარიზაციის და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის.
- კულტურული, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების “კრეატიული ინოვაციების ლაბორატორიების” წახალისებას ინოვაციური, ექპერიმენტულიმიდგომებისა და გადაწყვეტილების მიღების შემუშავებასა და დანერგვაში.
კონკურის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 7.482 102 ევროს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 აპრილი.
შემოქმედებითი ინოვაციების ლაბორატორიამ უნდა წაახალისოს კულტურული და შემოქმედებითი, მათ შორის აუდიოვიზუალური სექტორი. ხელი შეუწყოს ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების გამოწვევებს, კულტურის, შემოქმედებით და აუდიოვიზუალურ სექტორებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ მონაწილე ქვეყნების საჯარო და კერძო ორგანიზაციებს.
შემოქმედებითი ევროპის დესკების ინიციატივით შეიქმნა ღია პარტნიორთა მოძიების შესაძლებლობა (Open Source Matching Tool), შეგიძლიათ გადახედოთ ორგანიზაციებს და პროექტებს რომლებიც მუშაობენ განაცხადებზე.
თქვენც შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი თქვენი პროექტის/გამოცდილების შესახებ – განაცხადის ფორმა