ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროგრამა Perform Europe საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებისთვის ღია კონკურსს აცხადებს და მათ “შემოქმედებითი ევროპის” წევრ 40 ქვეყანაში თანამშრომლობის პროექტებისთვის 2.1 მილიონ ევრომდე დაფინანსებას სთავაზობს.
კონკურში მონაწილეობა შეუძლია საშემსრულებლო ხელოვნების ყველა პროფესიონალსა და ორგანიზაციას „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი ქვეყნებიდან. განცხადების წარდგენა შესაძლებელია თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე სამ პარტნიორს „შემოქმედებითი ევროპის“ სამი სხვადასხვა ქვეყნიდან. კონკურსი ღიაა ისეთი საშემსრულებლო ხელოვნების დისციპლინებისთვის, როგორებიცაა: თეატრი, ცეკვა, პერფორმანსი, ცირკი, პერფორმანსი ღია ცის ქვეშ და თოჯინების თეატრი. კონკურსი არ ვრცელდება ცოცხალი მუსიკის წარმოდგენებზე.
დაფინანსების მიღება შესაძლებელია სამი კატეგორიის მიხედვით: €12,000, €32,000 ან €60,000. მთლიანი დაფინანსების 5% დაეთმობა პროექტებს უკრაინის მონაწილეობით. Perform Europe იწვევს პარტნიორობებს, წარადგინონ ინოვაციური გასტროლების იდეები, რომლებსაც შეუძლიათ რეალური ცვლილებების მოტანა და რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკურსის სულ მცირე ერთ პრიორიტეტზე: ინკლუზია და მრავალფეროვნება და/ან ბრძოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
პოტენციური პარტნიორების საპოვნელად და საკონკურსო განაცხადის წარსადგენად დარეგისტრირდით Perform Europe-ის ვებგვერდზე. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მარტი.
გაიგეთ მეტი: https://performeurope.eu