Series Rough Pitch –The Balkan Way # 4

შემოქმედებითი ევროპის ბულგარეთის, ხორვატიის, საქართველოს, სერბეთის, უნგრეთის და მონტენეგროს დესკების მიერ ორგანიზებული ფიჩინგ ვორკშოფისა და ფიჩინგის ღონისძიება სატელევიზიო მხატვრული სერიალების პროექტებისათვის.

ფიჩინგ ღონისძიება მიზნად ისახავს სატელევიოზიო მხატვრული სერიელების პროექტების განვითარებას.  Online Pitching ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 8  (წინასწარ ვიდეოზე ჩაწერილი)  სერიალის პროექტი.

პროექტების წარდგენა ღონისძიების ფინალურ Online ფიჩინგზე მოხდება ჟიურისა და კოპრუდუქციის, ბაზრობების, ტელევიზიების ექსპერტების წინაშე.

შეირჩევა გამარჯვებული პროექტი, რომელსაც 6000 ევრო და კიდევ რამდენიმე სხვა პრიზი გადაეცემა.

ვიდეო ფიჩების მომზადების ტრენინგებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტუტორები ვალერია რიხტერი (სცენარისტი) და ჰელენ გრანკვისტი ( პროდიუსერი) გაუძღვებიან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ეუძლიათ ხორვატ, ბულგარელ, ქართველ, ბერძენ, უნგრელ, მონტენეგროელ და სერბ კინემატოგრაფისტებს.

განაცხადების მიიღება 2024 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.

არჩეული პროექტების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ: ფიჩინგ ვორკშოფში, რომელიც 2024 წლის 21– 25 ოქტომბერს გაიმართება.

ფინალური ფიჩინგ ღონისძიება ჩატარდება 2024 წლის 30 ოქტომბერს 12.00 საათიდან (ცენტრალური ევროპის დროით).

ფიჩინგ ღონისძიებისათვის ყველა მონაწილემ უნდა გააგზავნოს პროექტის ფიჩის ვიდეო და ასევე დაესწროს ფინალურ ფიჩინგს, რათა პასუხები გასცეს ჟიურის წევრების კითხვებს.

ფიჩინგ ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლებელია, ვორკშოფში მონაწილეობის გარეშე.

განმაცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • Looglne + სეზონის სინოფსისი  ( მაქს. ნახევარი გვ) + საკონტაქტო ინფორმაცია (ნახევარი გვ)
  • Moodboard ( მაქს. 2 გვ)
  • სამოტივაციო წერილი ( მაქს. 1 გვ. რატომ ეს სერიალი, რატომ შენ და ახლა? სერიალის პროექტის ხედვა)
  • CV – მოკლე 5 სტრიქონიანი ტექსტი ( მაქს. 1 გვ)

* ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საჭირო დოკუმენტი ერთ კრებით Word დოკუმენტად უნდა იყოს წარმოდგენილი. + ფოტო ( 2 MB ) უნდა დაერთოს ცალკე

*გთხოვთ მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე დეტალები სერიალის პროექტის შესახებ: სერიების რაოდენობა, ეპიზოდების ხანგრძლივობა, ფორმატი, ჟანრი, ენა (ენები), პროექტის სტატუსი (განვითარების / დაფინანსების ეტაპები)+ თანაპროდიუსერი ( ეს დოკუმენტი Word დოკუმენტის ზემოთ უნდა მოათავსოთ).

გთხოვთ საბუთები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@creativeeurope.ge

Search
Search