ZMINA: Rebuilding – საგრანტო კონკურსი

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროგრამა ZMINA: Rebuilding ღია კონკურსს აცხადებს და მათ “შემოქმედებითი ევროპის” წევრ 40 ქვეყანაში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებისთვის 600 000 ევრომდე დაფინანსებას სთავაზობს. 

კონკურში მონაწილეობა შეუძლია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს (ვიზუალური ხელოვნება, საშემსრულებლო ხელოვნება, ლიტერატურა, ურბანული განვითარება, კინო და სხვა.) „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი ქვეყნებიდან. განცხადების წარდგენა შესაძლებელია თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს ორგანიზაციას უკრაინიდან და პარტნიორს „შემოქმედებითი ევროპის“ სხვა ქვეყნიდან. კონკურსის მიზანი არის უკრაინული ხელოვნების ხილვადობის გაზრდა და თანამშრომლობის გაძლიარება ევროპულ დონეზე. 

პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეიძლება იყოს €60,000.

პროგრამა ZMINA: Rebuilding გთავაზობთ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე მათჩმეიქინგ შეხვედრებსაც:

  • 13 თებერვალს 14:00 საათზე (CET) გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა და კითხვა-პასუხი, სამუშაო ენა: ინგლისური.
  • 27 თებერვალი 12:00 საათზე (CET) გაიმართება ონლაინ matchmaking სესია მათთვის ვინც ეძებს უკრაინელ და/ან საერთშორისო პარტნიორს, სამუშაო ენა: ინგლისური.
  • 1 მარტს ქ. კიევში გაიმართება პრეზენტაცია და ვორქშოპი უკრაინელი პარტნიორებისათვის, სამუშაო ენა: უკრაინული.
  • ყოველ სამშაბათს 10:00 (CET) / 11:00 (EET) ყველა პოტენციური აპლიკანტებისათვის გაიმართება zoom შეხვედრები კითხვების დასმის შესაძლებლობა იქნება როგორც უკრაინულ, ასევე ინგლისურ ენაზე: შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისრტაცია

პროგრამაში ZMINA: Rebuilding მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ ფართო დიალოგის მონაწილეები, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ხედვებს ევროპიდან და უკრაინიდან. ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მოგიწოდებთ გახდეთ ამ პროცესის მონაწილეები

პროგრამას აფინანსებს ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა და ერთობლივად ახორციელებენ IZOLYATSIA. Platform for Cultural Initiatives.(🇺🇦), Trans Europe Halles (🇸🇪) და Malý Berlín (🇸🇰)

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა – 7 აპრილი

დეტალური ინფორმაცია

Search
Search