თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ღია კონკურსი

თბილისის არქიტექტურის ბიენალე აცხადებს ღია კონკურსს:

2024 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალე: შეცდომების გასწორება
ბიენალეს თარიღები: 28 სექტემბერი – 19 ოქტომბერი, 2024

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონკურსის გამოცხადება: 2024 წლის 23 მარტი
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 13 მაისი, 23:59 ცენტრალური ევროპის
    ზაფხულის დრო (CEST)

შედეგების გამოცხადება:

  • 2024 წლის 15 ივნისი (შედეგების გამოცხადების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს განაცხადების შესაძლო დიდი რაოდენობის ან აპლიკანტებთან დამატებითი გასაუბრების საჭიროების გამო. ყველა ასეთი ცვლილების შესახებ კომუნიკაცია მოხდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს სოციალური ქსელების საშუალებით Facebook, Instagram)

კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფეისბუქ
და ინსტაგრამ გვერდებზე.
განაცხადები და კონკურსთან დაკავშირებული კითხვები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: submit@biennial.ge. თუ შეიძლება, მეილის სათაურში
მიუთითეთ კონკურსის იმ კატეგორიის დასახელება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის
მიღება.
განაცხადის გამოგზავნის შემდეგ 24 საათის განმავლობაში მოგივათ საბუთების მიღების
დამადასტურებელი წერილი. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი არ მოგივათ, გთხოვთ, განაცხადის
პაკეტი ხელახლა გამოაგზავნოთ.
მითითებული ბოლო ვადის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება

დეტალური ინფორმაცია

Search
Search