CinéDOC – Tbilisi International Documentary Film Festival

კატეგორია: MEDIA

დაფინანსების სქემა: კინოფესტივალები

საგრანტო თანხა: 186 000 EUR

პარტნიორები

მოკლე აღწერა

დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi  (Noosfera Foundation) შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო, კინოფესტივალი 2016 წლიდან ყოველწლიურად იღებს დაფინანსებას  და პროგრამის Creative Europe  ექვსგზის  ბენეფიციარია.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ფესტივალის პირველი შვიდი გამოშვება  2013- 2019  წლებში ჩატარდა, 2020 წელს პანდემიის პირობებში  ფესტივალის მერვე გამოშვება 30 აგვისტოსა და 30 სექტემბრის შუალედში გაიმართა ჰიბრიდული ფორმით. 

კინოფესტივალის მიზანია საქართველოში მცხოვრებმა მაყურებელმა უახლესი ქართული, რეგიონული და საერთაშორისო შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები გამორჩეული პროგრამისა და სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით იხილოს კინოთეატრების ეკრანაბზე.

ფესტივალის ორგანიზატორთა საკვანძო ღირებულებები ასევე ადამიანთა უფლებების სწორ გააზრებასაც მოიაზრებს და კინოჩვენებებისა და დისკუსიების საშუალებით საქართველოში მცხოვრებ მაყურებელს მრავალ მნიშვნელოვან პრობლემაზე დააფიქრებს. 

კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მართავს  კინოჩვენებებსა და დისკუსიებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში,  ორგანიზებას უწევს პროექტს Civil Pitch, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციები მათთვის მნიშვნელოვან  პრობლემებზე ქმნიან  შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს რეჟისორებთან თანამშრომლობით.

Search
Search
Search
Search