ღონისძიებები

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა – საგრანტო კონკურსი: ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელება 2026

Loading Events

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა – საგრანტო კონკურსი: ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელება 2026

საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე საგამომცემლო და ლიტერატურის სექტორის წარმომადგენლებისათვის გამოცხადებული “ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების” საგრანტო კონკურსის შესახებ.

📅24 ნოემბერი, ორშაბათი

🕒 16:00 საათი

📍 ZOOM (ონლაინ)

💡ღონისძიების თემებია:

✔️შემოქმედებითი ევროპის პროგრამის კონკურსებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა.

✔️ 2025 წლის შედეგების ანგარიში

✔️ “ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების” საგრანტო კონკუსის პირობები და პრიორიტეტები.

✔️ განაცხადის წარდგენის პროცესი და ტექნიკური საკითხები.

✔️ კითხვა-პასუხის სესია.

 

❗️შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით წინასწარ: https://us06web.zoom.us/meeting/register/f0D4ARGLRvmi4F47YGOMWQ

 

“ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელების” კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანი არის ევროპული მხატვრული ლიტერატურის თარგმნა, გამოცემა, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია.

დაფინანსების სქემა მხარს უჭერს მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას, გამოცემას, დისტრიბუციას, პოპულარიზაციას და ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებას.

პროექტები უნდა ემსახურებოდნენ შემდეგ მიზნებს:

  • ევროპული ლიტერატურული ნამუშევრების გავრცელებისა და მრავალფეროვნების გაძლიერება, განსაკუთრებით ნაკლებად გამოყენებული ენებიდან ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ (კატალონიური) და იტალიურ ენებზე თარგმნა.
  • ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ახალი აუდიტორიის წვდომა.
  • წიგნის სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, ურთიერთ თანამშრომლობის გაძლიერება.

დაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების 60%. თარგმნილი და გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია 3 განსხვავებული მასშტაბის პროექტის წარდგენა:

მცირე მასშტაბის

5 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა 100 000 ევრო

საშუალო მასშტაბის

11 სხვადასხვა წიგნი, დაფინანსება 200 000 ევრო

დიდი მასშტაბის

21  სხვადასხვა წიგნი, დაფინანსების რაოდენობა 300 000 ევრო

🔗დეტალური ინფორმაცია

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 იანვარი

Search
Search