საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკი გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე კულტურის სექტორის წარმომადგენლებისათვის გამოცხადებული “ევროპული თანამშრომლობის პროექტები 2026” საგრანტო კონკურსის შესახებ.
📅 17 მარტი, სამშაბათი
🕒 16:00 საათი
📍 ZOOM (ონლაინ)
💡ღონისძიების თემებია:
✔️შემოქმედებითი ევროპის პროგრამის კონკურსებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა.
✔️ 2025 წლის შედეგების ანგარიში
✔️ “ევროპული თანამშრომლობის პროექტები 2026” საგრანტო კონკუსის პირობები და პრიორიტეტები.
✔️ განაცხადის წარდგენის პროცესი და ტექნიკური საკითხები.
✔️ კითხვა-პასუხის სესია.
❗️შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით წინასწარ: https://us06web.zoom.us/meeting/register/94C6-4OeT1Otk77cKL8FbQ#/registration
საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსი დააფინანსებს ფართო სპექტრის პროექტებს, რომლებიც მოიცავს როგორც ხელოვანებს ასევე კულტურის სექტორის სხვადასხვა დარგების ინსტიტუციებს.
საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 60.27 მლნ. ევროს და ხელს შეუწყობს ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიაზრებენ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის და ევროპული შემოქმედებითი ნამუშევრების მიმოქცევას როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს, ახალი ინოვაციური პროექტების შექმნას და გავრცელებას.
მნიშვნელოვანი დეტალები
- კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 150 პროექტი
- კონკურსში მონაწილეობის დედლაინი არის 5 მაისი (17.00 CET)
- მცირე ზომის პროექტები: მინ. 3 პარტნიორი/ 200 000 ევრო
- საშუალო ზომის პროექტები: მინ. 5 პარტნიორი/ 1 000 000 ევრო
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
თანამშრომლობის პროექტები ღიაა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველა დარგისთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ საგრანტო კონკურსი არის შემოქმედებითი ევროპის კულტურის მიმართულებაში მხოლოდ აუდიოვიაზუალური შინაარსის პროექტები ვერ განიხილება.
