ღონისძიებები

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა – Perform Europe საგრანტო კონკურსი

Loading Events

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა – Perform Europe საგრანტო კონკურსი

საქართველოს შემოქმედებითი ევროპის დესკის და Perform Europe გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებისათვის გამოცხადებული Perform Europe-ის საგრანტო კონკურსის შესახებ.

📅 30 ივლისი, ხუთშაბათი
🕒 15:00 საათი
📍 ZOOM (ონლაინ)

💡ღონისძიების თემებია:

✔️შემოქმედებითი ევროპის პროგრამის კულტურის მიმართულების კონკურსებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა.
✔️Perform Europe-ის საგრანტო კონკურსი საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებისთვის: კონკურსის კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების მიმოხილვა და რჩევები პარტნიორების მოსაძიებლად.
✔️ პროექტი “Boys Just Want To Have Fun” – ბენეფიციარის ისტორია
✔️ კითხვა-პასუხის სესია.

❗️შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით წინასწარ: https://us02web.zoom.us/meeting/register/EcCAmJJ8TXqLSGzYUpXaNA#/registration

🎭 Perform Europe-ს კონკურსის შესახებ:

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროგრამა Perform Europe საშემსრულებლო ხელოვნების პროფესიონალებისა და ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროექტის საერთო ბიუჯეტია 1.4 მილიონი ევრო.

კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ტურნეების გამართვა საშემსრულებლო ხელოვნების ისეთი მიმართულებებისთვის, როგორებიცაა: თეატრი, ცეკვა, პერფორმანსი, ცირკი, პერფორმანსი ღია ცის ქვეშ და თოჯინების თეატრი. კონკურსი არ ვრცელდება ოპერასა და ცოცხალი მუსიკის წარმოდგენებზე.

კონკურში მონაწილეობა შეუძლია საშემსრულებლო ხელოვნების ყველა პროფესიონალსა და ორგანიზაციას „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. განცხადების წარდგენა შესაძლებელია პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე სამ პარტნიორს „შემოქმედებითი ევროპის“ სამი სხვადასხვა ქვეყნიდან. განაცხადი უნდა მოიცავდეს სულ მცირე ერთი შემოქმედებითი ნამუშევრის ტურნეს სამ ან მეტ ქვეყანაში.

Perform Europe იწვევს პარტნიორობებს, წარადგინონ ინოვაციური ტურნეების იდეები, რომლებსაც შეუძლიათ რეალური ცვლილებების მოტანა და რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკურსის პრიორიტეტებზე:

  • ინკლუზია და მრავალფეროვნება
  • ბრძოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.

დაფინანსების ოდენობაა €15,000, €25,000 ან €55,000. დამატებით შესაძლებელია 5,000 ევროს მოთხოვნა (top-up) პროექტის მდგრადობისა და ხელმისაწვდომობის საჭიროებებისათვის. მთლიანი დაფინანსების 5% დაეთმობა პროექტებს უკრაინის მონაწილეობით.

პოტენციური პარტნიორების საპოვნელად და საკონკურსო განაცხადის წარსადგენად დარეგისტრირდით Perform Europe-ის ვებგვერდზე. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ოქტომბერი. გაიგეთ მეტი: https://performeurope.eu/open-call

Search
Search