Matchmaking სესია “ევროპული თანამშრომლობის პროექტები” – 2026 წლის საგრანტო კონკურსი
მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ და მოძებნეთ პარტნიორები
(საგრანტო კონკურსის დედლაინი – 5 მაისი)
თუ ემზადებით “ევროპული თანამშრომლობის პროექტების” საგრანტო კონკურსში განაცხადის წარსადგენათ და გაკლიათ 1 (ან 2) პარტნიორი
და გინათ დაუკვშირდეთ სხვა ორგანიზაციებს და გაწევრიანდეთ კონსორციუმში
შემოგვიერთდის ონლაინ matchmaking სესიაზე რომელიც გაიმართება:
📅18 მარტს, ოთხშაბათს
🕒 11:00-13:00 CET (14:00-16:00 თბილისის დროით)
📍 ZOOM (ონლაინ)
შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი და წარადგინოთ თქვენი პროექტი ან შემოგვიერთდეთ როგორც დამკვირვებელი და გახდეთ თქვენთვის საიტერესო პროექტის პარტნიორი.
შემოქმედებითი ევროპის დესკები სიამოვნებით გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე პროექტი მთელი ევროპის მასშტაბით.
შემოიტანეთ თქვენი პროექტი ფიჩზე
❗️შემოიტანეთ განაცხადი 11. 03. 2026: https://forms.office.com/e/uPcQumpAXw
გაითვალისწინეთ, რომ შეირჩევა 10 პროექტი რომლებიც იქნება წარმოდგენილი ონლაინ სესიის დროს. წარმატებულ აპლიკანტებს დაგიკავშირდებით და გაცნობებთ შემდეგ ნაბიჯებს.
პიჩინგში მონაწილეობისათვის შეირჩევა მხოლოდ ის პროექტები, რომლელთა კოორდინატორები (წარმდგენი ორგანიზაციები) წარმოადგენენ ღონისძიების თანაორგანიზატორი შემოქმედებითი ევროპის ქვეყენბს (სომხეთი, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი).
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პროექტი არ შეირჩევა პიჩინგისთვის, ის არ დარჩება ყურადღების მიღმა. ყველა წარმოდგენილი პროექტი — მათ შორის სხვა შემოქმედებითი ევროპის ქვეყნებიდან — შევა საერთო matchmaking მონაცემთა ბაზაში (წინასწარი ავტორიზაციის შემთხვევაში).
ეს ბაზა, რომელიც მოიცავს პროექტების მოკლე აღწერებსა და საკონტაქტო ინფორმაციას, გაზიარებული იქნება ღონისძიებაზე ყველა დარეგისტრირებულ მონაწილესთან, იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს შემდგომ ქსელურ თანამშრომლობასა და კონსორციუმების ჩამოყალიბებას.
რეგისტრაცია დამკვირვებლებისათვის
❗️თუ გინდათ დაესწროთ ღონისძიებას დამკვირვებლის როლში დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/meeting/register/7l5jqfQbQPOdbH_wURZ9NQ
თქვენი რეგისტრაცია ავტომატურად დადასტურდება და შეხვედრის ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისთანავე.
შემოქმედებითი ევროპის დესკები სიამოვნებით გიწვევთ ამ ნეთვორქინგ ღონისძიებაზე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ მეტი ინფორმაცია სხვადასხვა პროექტებზე ევროპის მასშტაბით.
ღონისძიებას ერთობლივად მართავენ შემოქმედებითი ევროპის შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, საქართველო უნგრეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი.
