ღონისძიებები

European News Pitch – Transnational Partner Matching

Loading Events

European News Pitch – Transnational Partner Matching

შემოქმედებითი ევროპის 17 ქვეყნის დესკი გიწვევთ ონლაინ ღონისძიებაზე – European News Pitch Transnational Partner Matching

იპოვეთ ახალი პარტნიორები და წარადგინეთ თქვენი პროექტი Creative Europe სექტორთა შორისი მიმართულების 2026 წლის კონკურსზე: NEWS -Journalism Partnership 

 

Creative Europe სექტორთა შორისი მიმართულების 2026 წლის კონკურსის: NEWS -Journalism Partnership – მიზანია მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომელთა თემას  ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ ერთი წარმოადგენს:

თემა I : Journalism Partnerships – Collaborations კონკურსზე წარდგენილი პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს  საინფორმაციო მედიის ეკონომიური მდგრადობის მხარდაჭერას. პროექტი მხარს უნდა უჭერდეს მედია კოლაბორაციას და სხვა ასპექტებთან ერთად ახალი ამბების მედია ორგანიზაციების მდგრადობაზე იყოს ორიენტირებული.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მედიის ტრანსფორმაციას, სანდო რეპორტაჟების წარმოებასა და საინფორმაციო მედიის წარმომადგენლების პროფესიული  უნარ ჩვევების განვითარებას მაგ. ახალი ბიზნეს მოდელებისა და  მედია პროდუქციის სტანდარტის შემუშავებით.

თემა II: Journalism Partnerships – Pluralism – ეკონომიურ ასპექტებთან ერთად დამოუკიდებელი მედია იცავს მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის არსებით პრინციპებს. კონკურსის მიზანია დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ახალი ამბების მედია სექტორის:

  • ადგილობრივი და რეგიონალური მედიის
  • სათემო მედიის
  • საგამოძიებო ჟურნალისტიკის
  • და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ახალი ამბების
  • მედია  ორგანიზაციების მხარდაჭერა.

კონკურსი მხარს დაუჭერს გამოცდილ მედია ორგანიზაციებს შეძლონ კასკადური გრანტების ე.წ. ხელახალი გრანტების გაცემა/მესამე მხარეების მხარდაჭერად.

ონლაინ ღონისძიება განკუთვნილია იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ სექტორთა შორის მიმართულების კონკურსში:  NEWS – Journalism Partnerships 2026.

პრეზენტაციაზე პროგრამაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პროექტები იქნება წარმოდგენილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ გვაცნობოთ, რომ ეძებთ  კონსორციუმისათვის პარტნიორებს ან პრეზენტაციაზე წარმოადგინოთ თქვენი პროექტი.

ონლაინ ღონისძიება გაიმართება:

📅 11 დეკემბერი, ხუთშაბათი

🕒 14.00 -15.30 საათზე (CET) 17:00 – 18:30 (თბილისის დროით)

🗣 ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური

‼️თითოეული პრეზენტაციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 5 წუთს + 2-3 წუთი აუდიტორიასთან კითხვა პასუხის რეჟიმში.

🔗ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 3 დეკემბერი

🔗ღონისძიებაზე დასწრების მიზნით დარეგისტრირდით 10 დეკემბდამდე

 

Search
Search